პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.

თუ დახმარება გინდათ

თუ დახმარება გინდათ
ჩვენთვის ძალიან ღირებულია თქვენი ყველანაირი დახმარება.

რა რაოდენობის სათამაშოებსაც არ უნდა ვიძენდეთ ყოველთვიურად, მაინც არასაკმარისია ხოლმე, რადგან მათ ყოველდღიურად ვიყენებთ ჩვენს ბავშვებთან ურთიერთობისას. სათამაშოები და სხვა განმავითარებელი ინვენტარები ხშირად გვჭირდება ბაღებში წასაღებად, ასევე ძალიან გვადგება ისინი ჩვილ ბავშვთა სახლში მუშაობისას. საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში გვაქვს სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების ბიბლიოთეკა. თუ სურვილი გაგიჩნდებათ გაგვიმდიდროთ ჩვენი ფონდი, სიხარულით მივიღებთ ისეთ ნივთებს როგორებიცაა: ლოტოები, პირამიდები, სხვადასხვა ზომისა და ფერის კუბურები, ფერადი ბურთები, ღილაკებიანი და მუსიკალური სათამაშოები და ა.შ. ასევე ძალიან გვჭირდება საღებავები, სახატავი ფურცლები, გამოსაძერწი ცომები და პლასტელინები, საბავშვო ნახატებიანი წიგნები და ა.შ.

თუ მოხალისეობის სურვილი გაგიჩნდებათ, თუ გსურთ დაეხმაროთ ჩვენს პედაგოგებს ჩვილ ბავშვთა სახლში ან ჩვენს ცენტრში მუშაობისას, ან გაგვიწიოთ დახმარება სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისას, ჩვენ თქვენი თანადგომა ძალიან გაგვიხარდება.
თუ ფულადი დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ დეტალური ანგარიში იმისა, თუ რა საქმეს მოხმარდება თქვენს მიერ შემოწირული თანხის ყველა თეთრი - იქნება ეს ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება, განმავითარებელი სათამაშოების შეძენა თუ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება.
"თიბისი ბანკი”
საბანკო კოდი - TBCBGE 22
მიმღების დასახელება - კავშირი- საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
ანგარიშსწორების ანგარიში GE 38 TB7275336080100001