კოლეგებო,
დაიდო ორი ახალი დოკუმენტი: "მიჯაჭვულობა" და "აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა". გაეცანით და ველოდებით კომენტარებს, მაგალითებს თქვენი პრაქტიკიდან, სირთულეებს და წარმატებებს.
გელოდებით სადისკუსიო ჯგუფში.
Portage
მაისი 14th, 2014
;)
Tamuna Saghinadze
მაისი 14th, 2014
მეგობრებო,
მაინტერესებს სმენის პრობლემით ხომ არ გყავთ ბავშვი, ვინც უკვე სკოლაში მიდის წელს?
natiamargebadze
მაისი 19th, 2014
tamuna,46-shi aris bavshvi aparatit romelic wels midis skolashi.
Tamuna Saghinadze
მაისი 29th, 2014
მადლობა!
Portage
მაისი 14th, 2014
მოგესალმებით : )
ალბათ ესეთი ტიპის შეკითხვები ყველას ხშირდ გვიჩნდება:
როგორ უნდა მივუდგე ბავშვებს?
რისი უფლება უნდა მივცე და რისი არა?
როდის უნდა მივცე დამოუკიდებლად თამაშის საშუალება?
როგორ მივეხმარო, გახდეს თავდაჯერებული?
უნდა მივცე თუ არა შენიშვნა?
როგორ გავაგებინო რა არის სწორი და რა არა?
როგორ ვასწავლო?
როგორი გარემო უნდა მოვუწყო?
აქ შეგვიძლია განვიხილოთ და პასუხები გავცეთ ამ და სხვა შეკითხვებს. დავიწყოთ გარემოს მოწყობითა და "სწავლებით" როგორ შეაფასებთ ასეთი ტიპის აქტივობას : ) ? https://www.youtube.com/watch?v=Npa77u9zzhw
ხათუნა
მაისი 14th, 2014
ბავშვების გაწვრთნაზეა ორიენტირებული და არა მათ ინტერესებზე, განვითარებასა და საჭიროებაზე. მეტყველების სწავლება უფრო საინტერესო აქტივობებით უნდა განხორციელდეს.
sofo bregvadze
მაისი 20th, 2014
mogesalmebit yvelas ,gadavxede aq atvirtul masalebs da eseti kitxva gamichnda.bagshi ert-ert agsazrdels uchirs erti aqtivobidan nmeore aqtivobaze gadasvla ,gansakutrebit im dros roca is manqanebit tamashobs (es mistvis yvelaze sayvareli satamashoa ),amastanave mas dzalian udzneldeba gauziaros sxvas satamasho,tu shegidzliat mirchiot ra jgufuri aqtivobebi gamoviyenot rom man shedzlos satamashoebis gaziareba da ar gaudzneldes manqanebis tamashidan gadaertos sxva tamashze ?aq aseve naxsenebi iyo dgis ganrigi ,konkretulad mainteresebs ra igulisxmeba (gare tamashebshi)?
Portage
მაისი 23rd, 2014
მოგესალმებით, ძალიან სასიამვნოა, რომ დაინტერესდით აქ ატვირთული მასალებით. შემთხვევას, რომელსაც აქ აღწერთ, ვფიქრობ შეესატყვისება დეივიდის მაგალითი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან დაგეხმარებათ ვიზუალური განრიგიც, რომლის ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია გადმოგიზავნოთ ელფოსტაზე. ვიზუალური განრიგის მთავარი დანიშნულებაა, ბავშვებმა იცოდნენ რა რის შემდეგ მოდის. რადგან ამ ასაკში, ბავშვებს მხოლოდ მეტყველებით გადაცემული ინფორმაცია არ აკმაყოფილებთ, ამიტომ უმჯობესია, დასურათებული დღის განრიგი გქონდეთ. ვიზუალური განრიგის ერთ-ერთ მაგალითს ელფოსტაზე გადმოგიგზავნით : )
marika
სექტემბერი 17th, 2014
იქნებ მეც გადმომიგზავნოთ?
თუმცა ჩვენც სიმბოლური დღის განრიგით ვხელმძღვანელობთ,მაგრამ თქვენეულ ვერსიასაც სიამოვნებით გავეცნობოდი.
Eka Terine
მაისი 21st, 2014
:)
Portage
მაისი 23rd, 2014
გამარჯობა,
საინტერესოა ნახეთ თუ არა აქ ატვირთული ვიდეო, რას იტყვით ასეთი ტიპის აქტივობაზე ?
nino kopadze
მაისი 21st, 2014
gamarjobat!!!
sofo bregvadze
მაისი 24th, 2014
dzalia didi madloba kargi iqneba tu gadmomigzavnit,sopio.bregvadze.2@iliauni.edu.ge .rac sheexeba videos dzalin kargi tipis aqtivobaa bavshvebistvis shetavazebulii swavlis etapze ,xels uwyobs bavshvebis metyvelebis ganvitarbas da vizualuri komunikacia da saintereso aqtivobebi ,xels uwyobs bavshveb iufro motivirebulebi iyvnen ,kargad chans rom yvela bavshvi yuradgebit usmens agmzrdels da asruleben instrukciebs ,saintereso iqneba tu iset videoebs dadebt ,sadac iqnebian specialuri sachiroebis mqone bavshvebic,nachvenebi iqneba warmoqmnili problemebi da gadachris xerxebi .am videoashi bavshvebis mcire jgufia ,saintereso iqneboda didi jgufi rom yofiliyo ,rogor moiqceoda agmzrdeli ?
Portage
ივნისი 13th, 2014
გეთანხმებით, ბავშვები ნამდვლად ასრულებენ ინსტრუქციებს. საინტერესოა ინსტრუქციის შესრულება, რისი მეშვეობით ხდება: მოტივაციაა დიდი, დამორჩილება, წრთვნა...
nino kopadze
ივნისი 2nd, 2014
გამარჯობათ!!!იქნებ ატვირთოთ ის ვიზუალური განრიგის ,რომელიც დაგვეხმარება.
Portage
ივნისი 3rd, 2014
სოფო და ნინო, ვიზუალური განრიგის მაგალითი ორივეს მაილზე არის გამოგზავნილი, სამწუხაროდ აქ ამ ფორმატით ატვირთვა არ არის შესაძლებელი.
Portage
ივნისი 3rd, 2014
ჩვენს ბიბლიოთეკას დაემატა ახალი მასალა: თამაშის ფორმები და მათი მნიშვნელობა.
nino kopadze
ივნისი 4th, 2014
madloba!!!!
ელისაბედ ტაბატაძე
ივნისი 8th, 2014
მადლობა თქვენ რომ ზრუნავთ შეზღუდული შესაძლებლობების მკონე ბავშვებზე. მე ძალიან დამეხმარა გავლილი სემინარები პრაქტიკულ მუშაობაში.
Xatuna_mumladze
ივნისი 10th, 2014
''თამაშის ორმები და მათი მნიშვნელობა'' ვერსად ვიპოვე და თუ შეიძლება გამარკვიეთ, სად შეიძლება მოვძებნო? გმადლობთ
Portage
ივნისი 13th, 2014
მოგესალმებით ხათუნა,
"თამაშის ფორმების" სანახავად მიჰყევით ამ ბმულს
portage.ge/sites/default/files/თამაშის ფორმები.pdf,
გარდა ამისა ელ-ფოსტაზეც გადმოგიზავნეთ : )
ქეთევანი
ივნისი 11th, 2014
მოგესალმებით, მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ქალბატონი ნინოსა და მისი გუნდის მიმართ იმ საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევა ბაგა-ბაღების დასახმარებლად. მადლობა თანადგომისთვის, საქმისადმი სიყვარულისა და ერთგულებისათვის. თქვენთან ურთიერთობით ჩვენ, ბაღის თანამშრომლები, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება, თქვენი დახმარებით, ძალიან შევიცვალეთ: შეიცვალა დამოკიდებულება და გარემო, დავძლიეთ ბევრი კომპლექსი თუ წინააღმდეგობა, მივიღეთ სპეციალური განათლება. მადლობა, რომ გვაძლიერებთ ჩვენ, ბავშვებსა და მშობლებს.
იუნონა მიაქაია
ივნისი 13th, 2014
GAMARJOBAT
Portage
ივნისი 29th, 2014
ძვირფასო საიტის მომხმარებლებო,
ჩვენს სკოლამდელ ბიბლიოთეკას კიდევ ორი საინტერესო ტექსტი დაემატა. "თვითრეგულირების სწავლება"
და პრაქტიკული სახელმძღვანელო ადრეულ ასაკში ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით. http://portage.ge/ka/library
Portage
სექტემბერი 11th, 2014
მოგესალმებით,
გილოცავთ ახალი სემესტრი დაწყებას და გთავაზოვბთ ახალ თამაშებს http://bit.ly/1qNvrdU
არსებული თამაშები, დაეხმარება 0-7 წლამდე ბავშვებს მოსმენის, გაგების, მეტყველებისა და ზოგადად საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში
გთხოვთ თამაშის/ების „ჩატარების“ შემდეგ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. რამდენად მოეწონათ ბავშვებს - როგორ ფიქრობთ, რამდენად ავითარებს ეს თამაშები ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს....
გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას : )
marika
სექტემბერი 17th, 2014
ყოველთვის ვეძებდი მსგავს თამაშებს,ძალიან გამიხარდა თქვენი შემოთავაზება,თუ კიდევ გაგვამდიდრებთ ანალოგიური მასალით სიამოვნებით მივიღებ და პრაქტიკაში დავნერგავ .წინასწარ გმადლობთ.
Portage
სექტემბერი 23rd, 2014
მარიკა, ძალიან სასიამოვნოა, რომ მოგეწონათ ეს თამაშები, აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მასალას აუტიზმის შესახებ და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი. http://bit.ly/1B32Qnr, ან იხილეთ ჩევნს სკოლამდელ ბიბლიოთეკაში.
natiamargebadze
სექტემბერი 25th, 2014
ძალიან საინტერესო მასალებია,პრაქტიკაში ადვილად გადასატანი,რაც მთავარია :) დიდი მადლობა..
nino petriashvili
სექტემბერი 29th, 2014
gamarjobat tu sheidzleba rom damexmarot rogor movdzebno am saitze ( ძალადობის პრევენცია ბაღში ) tqveni seminari pdf is saxit didi madloba
Portage
ოქტომბერი 12th, 2014
ქალბატონო ნინო, "ძალადობის პრევენცია.." შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სკოლამდელ ბიბლიოთეკაში ან მიჰყვეთ ამ ბმულს http://bit.ly/1p3QjLi
ბოლდი
ოქტომბერი 19th, 2014
მაქვს ასეთი კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი კერძო ბაღში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ( ამ პრობლემით დაინტერრსებულმა) გამოუყოს სპეციალისტი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ის კონკრეტული ბავშვი?
Tamuna Saghinadze
ოქტომბერი 22nd, 2014
მოგესალმებით, ალბათ გულისხმობთ რომ ბაღში ბავშვს მუდმივად ჰყავდეს ასისტენტი? ეს ზოგადად ალბათ შესაძლებელია. მაგრამ რაც ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ - პირველ რიგში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვა შესთავაზეთ მშობლებს და პროგრამის სპეციალისტისგან მიიღებთ ბავშვთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. ასევე შესაძლებელია მოხალისე სტუდენტი აიყვანოთ ბაღში. შეგიძლიათ დამირეკოთ 555 29 33 15
Ninoxundik
ნოემბერი 1st, 2014
გამარჯობა, მე მაინტერესებს საბავშვო ბაღში 4-5 წლის ბავშვის კუთხეში დაყენება თუ შეიძლება, დასჯის მიზნით?
sopho
ნოემბერი 10th, 2014
მოგესალმებით,
ჩემი აზრით ბავშვის კუთხეში დაყენებით პრობლემას ვერ გადაწყვეტთ.
დასჯა უზრუნველყოფს მასწავლებლის (აღმზრდელის) წუთიერ შვებას, იწვევს ქცევის სწრაფ ცვილილებას, თუმცა არ ასწავლის ბავშვს რა უნდა გააკეთოს, იმისათვის რომ უფროსის გაკიცხვა ისევ არ დაიმსახუროს. გარდა ამისა, დასჯა ამცირებს დადებით თვითშეფასებას, იწვევს აგრესიას, ნეგატივიზმსა და პროტესტს; ასწავლის ბავშვს დამსჯელობით ქმედებებს,რამაც შესაძლოა ზიანი მოუტანოს ბავშვის ურთიერთობას აღმზრდელთან და ჯგუფის წევრებთან.
მნიშვნელოვანია პედაგოგმა შეძლოს მიუღებელ ქცევაზე პოზიტიური რეაგირება ანუ ვუთხრათ ბავშვს რა უნდა გააკეთოს (როგორ მოიქცეს), ნაცვლად იმისა თუ რა არ უნდა გააკეთოს; მიუთითეთ არა მხოლოდ ქცევის შეწყვეტაზე, არამედ იმაზე თუ რა მოქმედებით უნდა შეცვალოს გამოვლენილი ქცევა.
სასურველი ქცევის გამოვლენისას შეაქეთ ბავშვები; მიეცით სტიმული, რომ თქვენთვის სასურველი ქცევა გამოავლინონ. შექებაზე დაფუძნებული მიდგომა ანუ პოზიტიური მართვის სტრატეგიების გამოყენება თანდათანობით ამცირებს არასასურველი ქცევის გამოვლენას; ასწავლის ბავშვებს იმ ქცევებს, რაც უნდა განახორციელონ მათ შექებისათვის; ზრდის დადებით თვითშეფასებას; ამცირებს აგრესიის გამოვლენის შანსს და რაც ყველაზე მთავარია ამყარებს ბავშვის დამოკიდებულებას როგორც აღმზრდელთან ისე ჯგუფის სხვა წევრებთან.
გისურვებთ წარმატებას :)
Tamuna Saghinadze
ნოემბერი 12th, 2014
ბავშვთა უფლებების კონვენციის მე–19 მუხლის მიხედვით, ბავშვზე ძალადობად ითვლება - "ბავშვის იძულება, გაჩერდეს მოუხერხებელ პოზაში/პოზიციაში".
nini26
დეკემბერი 23rd, 2014
მოგესალმებით, მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება განვასხვავოთ ერთმანეთისგან აუტიზმი და ფსიქიკური განვითარების შეფერხება სკოლამდელ ასაკში.
Portage
იანვარი 20th, 2015
მოგესალმებით ქალბატონო ნინო,
თუშეიძლება გაგვიზიარეთ, რატომ გჭრდებათ მათი განსხვავება.
მადლობა
Portage
იანვარი 20th, 2015
ძვირფასო საიტის მომხმარებლებო,
ვაკეთებთ პატარა კვლევა-გამოკითხვას, რაშიც ძალიან დაგვჭირდება თქვენი დახმარება და მონაწილეობა :) დასაწყისისთვის მხოლოდ ერთ საკითხზე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. კერძოდ კი ბავშვების თამაშზე.
რას ნიშნავს თქვენთვის 5 წლამდე ასაკის ბავშვის თამაში - ან უბრალოდ აღწერეთ რა არის თამაში, რა დატვირთვას აძლევთ ამ სიტყვას.
დიდი მადლობა
natia7555
იანვარი 21st, 2015
მოგესალმებით, ადრეულ ასაკში ბავშვებს მეტი დრო უნდა ჰქონდეთ თავსუფალი თამაშისთვის და ნაკლები აღმზრდელის ინიციატივით ორგანიზებული დავალებებისთვის, როდესაც ბავშვი მისთვის სასიამოვნო თამაშითაა გართული ძალდატანებით არ უნდა მოვწყვიტოდ მას მეცადინეობის გამო.თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ დაკვირვებას, შედარებას, მეტყველებენ, წარმოდგენა ექმნებათ საგნის ფორმაზე, ფერზე და საერთოდ გარემოზე. ბავშვები თამაშის პრცესში ეჩვევიან ერთად თამაშს, უნდა ითქვას, რომ თამაშის პროცესში ყალიბდება მისი პიროვნება.
salome jorbenadze
იანვარი 21st, 2015
კვლევა-გამოკითხვა
5 წლამდე ასაკის ბავშვის თამაში არის მისი განვითარების უმთავრესი ხელშემწყობი. ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის და უფროსებიც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ ბავშვის თამაშს.
laura khalatyan
იანვარი 22nd, 2015
5 წლამდე ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია.ბავშვის ნორმალური განვითარების მაჩვენებლადაც შეიძლება მივიჩნიოთ.მას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბავშვების პიროვნული და შემეცნებითი,არამედ ემოციური განვითარებისთვისაც.თამაშის დროს ბავშვს უვითარდება შემეცნებითი პროცესები- აღქმა,მეხსიერება,ყურადღება,მეტყველება და ა.შ. ვითარდება ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, მის პიროვნებაში ხდება ძირეული ცვლილებები,სწავლობს საკუთარ შესაძლებლობებს.თამაში ასევე ეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს შიშებს,მატრამვირებელ სიტუაციებს.
Nino Chichinadze
იანვარი 22nd, 2015
თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმაა.იგი არამხოლოდ აკმაყოფილებს ბავშვის აქტივობის ფუნქციის მოთხოვნილებას,არამედ ხელს უწყობს კიდეც ამ აქტივობებისათვის საჭირო ფიზიკური, გონებრივი და ფსიქიკური ძალების განვითარებას.პედაგოგი ბავშვებთან თანაბარი პარტნიორობის დონეზე მოთამაშეა,მათთან ერთად თამაშობს.თამაში მრავალნაირი არსებობს:მოძრავი თამაში,დიდაქტიკური თამაში,საშენი მასალით თამაში,სიუჟეტურ-როლებიანი თამაში,ქვიშით თამაში,წყლით თამაში და ა.შ.ყველა თამაშს აქვს თავისი მიზანი და ასრულებს თავის ფუნქციას.თამაშის აღმზრდელობითი როლი და მნიშვნელობაც უპ.ყოვლისა მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.ასევე თამაშის გულისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ გარემოს,მის შევსებას ისეთი სათამაშოებითა და საგნებით,რომლებსაც ბავშვები მრავალნაირად გამოიყენებენ თამაშში.
136 ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი-ნინო ჭიჭინაძე
nino nozadze
იანვარი 22nd, 2015
თამაში არის კომინიკაციის ერთ– ერთი საფუძველი. ბავშვებისთვის თამაში მთელი ცხოვრებაა, სწორედ ამ დროს ისინი იკვლევენ, ხვდებიან თავიანთ საჭიროებებს და იქცევიან ისე თითქოს მუშაობენ. ზოგადად ბავშვისთვის თამაში მთელი ცხოვრებაა. იგი ამ დროს იღებს კმაყოფილებას, ან ეხება საგნებს, ან ფიქრობს, ან რომელიმე როლს ასრულებს, განიცდის სიხარულს, წყენას, აღფრთოვანებას და იმედგაცრუებას, ხედავს და ესმის(ან არა)ერთი სიტყვით ბავშვი თამაშში თავისუფალია და აკეთებს იმას რაც სურს, მე ვფიქრობ ხშირად ცდილობენ უფროსების ქცევის გამეორებასაც, ამით ალბათ ცდილობენ იყონ „უფროსები“. ამიტომაა, რომ ხშირად ამბობენ „მე დიდი ვარ“
თამაშის დროს ბავშვი ბაძავს დედას, მამას, ბებიას, ექიმს, დურგალს, ხელოსანს, მასწავლებელს და ა.შ. მე ვფიქრობ ბავშვის დაკავება 5 წლის ასაკში სპეციალური გაკვეთილებითა და მეცადინეობებით არ არის სწორი, იგი ამას სკოლაშიც მოასწრებს. უფრო სწორი იქნება თუ ბავშვი იქნება წამყვანი და უფროსები მასთან ერთად ჩაერთვებიან იმ შემთხვევაში , როდესაც იგი დაინტერესდება რომ მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი. 5 წლამდე ასაკი არის სწორედ ის პერიოდი, როცა ბავშვმა ყველაზე დიდი დრო უნდა გაატაროს თამაშში, სხვადასხვა ფორმის თამაშები : მანიპულაციური, ორგანიზებული, კონსტრუქციული, შედეგისა და ეფექტის, წარმოსახვითი, შემოქმედებითი ,სიმბოლური ანვითარებს მის სოც. ემოციურ, ფიზიკურ, ზნეობრივ, შემეცნებით(კოგნიტურ) სფეროებს,სწორედ ამ დროს უყალიბდებათ მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა უნარ–ჩვევა. ხოლო ჯანსაღად აღზრდილი ბავშვისგან კი მივიღებთ ჯანსაღ საზოგადოებას , ჯანსაღი საზოგადოება კი ქმნის ჯანსაღ სახელმწიფოს.
nino nozadze
იანვარი 24th, 2015
დავამატებ, რომ ბავშვისთვის თამაში საინტერესო ცხოვრებაა. გავუფრთხილდეთ ბავშვებს და მათ სულს, პატივი ვცეთ და დავიცვათ მათი უფლებები
28 ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ნინო ნოზაძე
Luiza Qoqashvili
იანვარი 23rd, 2015
თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ბავშვის პიროვნული და შემეცნებითი პროცესები: აღქმა, მეხსიერება,ყურადღება,მეტყველება. უვითარდება აგრეთვე მსხვილი მოტორიკა,მის პიროვნებაში ხდება ძირეული ცვლილებები.თამაში ეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს შიშებს.5 წლამდე ასაკში უკვე წამყვანია თამაში წესების დაცვით,ამ დროს ბავშვისათვის მთავარი წესების დაცვაა და არა როლი. ბავშვი ცდილობს დაიცვას თამაშის ყველა წესი,იმავეს მოითხოვს სხვა მოთამაშისაგანაც.(ეს იქნება თანატოლი თუ უფროსი) და ამისაგან გადახვევას მტკივნეულად განიცდის,შეიძლება თამაშიც კი შეწყვიტოს.სკოლამდელ ასაკში ბავშვის ქცევის მთავარი ფორმა თამაშია.
ლუიზა ქოქაშვილი-136ბაგა-ბაღის აღმზრდელი
Lia Ciklauri
იანვარი 23rd, 2015
თამაში არის ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმა.ბავშვი ცხოვრობს თამაშით. მისი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება სწორედ თამაშის მეშვეობით ხდება. ნებისმიერი უნარ-ჩვევების დაუფლება, მომავალი ცხოვრებისათვის მომზადება თამაშით მიმდინარეობს.თამაშში ყალიბდება ბავშვის პიროვნება, სოციალური უნარები, მეტყველება, წარმოსახვა(ფანტაზიები), ზნეობრივი, ჰიგიენური უნარები. თამაშის დროს ბავშვები ისეთი ბედნიერები, ლაღები და გახსნილები არიან, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ თამაში არის ბავშვების ბედნიერების, ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საშუალება. ლია წიკლაური-136 ბაგა-ბაღის აღმზრდელი
ქეთევანი
იანვარი 23rd, 2015
რა არის თამაში?
ხშირად უფროსები ბავშვის თამაშს შემდეგი სიტყვებით აღწერენ, "ისინი მხოლოდ თამაშობენ" ან " ბავშვის საქმე თამაშია". არც ერთი და არც მეორე ფრაზა არ შეესაბამება თამაშის ნამდვილ ფორმულირებას. ბავშვის დაკვირვება თამაშის დროს განსაკუთრებული გამოცდილებაა. თამაშის დროს ბავშვებს ყველაფერი ავიწყდებათ, რაც მათ გარშემო ხდება. მაგალითად, როდესაც ისინი უფროსებთან ერთად მაგიდასთან ჯდებიან, ბეზრდებათ მათი საუბრის მოსმენა და ინტერესდებიან მაგიდაზე დადებული ნივთებით: კოვზებით, ჩანგლებითა და ა. შ.მათ შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში თამაშის მოფიქრება.
თამაში ხელს უწყობს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის განვითარებას.
თამაშს განვიხილავ, როგორც სასწავლო -სააღმზრდელო მუშაობის აუცილებელ საშუალებას.
ფსიქოლოგთა კვლევებით დადასტურებულია, რომ თამაშის პროცესში იქმნება განსაკუთრებით კეთილ-სასურველი პირობები პროგრამული მასალის მიწოდებისა და ათვისებისათვის. ამ დროს ბავშვები სწავლობენ შედარებას, კლასიფიკაციას, ეუფლებიან მეტყველებას, ექმნებათ წარმოდგენები სამყაროზე.
თამაშით ხდება სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი, ზნეობრივი, ფიზიკური და ესთეტიური განვითარება.
43 ბაღის არმზრდელი ნინო ტატულაშვილი
ქეთევანი
იანვარი 23rd, 2015
თამაშს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სათამაშოებისა და თამაშის მეშვეობით ბავშვები თავის გრძნობებს გამოხატავენ,შეიგრძნობენ და ეცნობიან გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და ამავე დროს თავის თავსაც შეიმეცნებენ.
თამაშის დროს ბავშვი გამოხატავს ემოციას, უვითარდება ფანტაზია, უფროსები შევიცნობთ ბავშვის ინტერესებს.
თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ფიზიოლოგიურად ყალიბდება.
43 ბაღის მუს. მასწავლებელი მაკა კობახიძე
ქეთევანი
იანვარი 23rd, 2015
თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმაა.
სკოლამდელისათვის თამაში მომხიბვლელი საქმიანობაა. ის მისი აღზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
თამაშის პროცესში ზუსტდება და ღრმავდება ბავშვის ცოდნა და წარმოდგენები ადამიანის ქცევაზე, კონკრეტულ მოქმედებებზე.
თამაში არა თუ განამტკიცებს ბავშვის ცოდნასა და წარმოდგენებს, არამედ შემეცნებითი საქმიანობის აქტიური ფორმაც გახლავთ.
თამაში წარმოადგენს ფიზიკური აღზრდის საშუალებას, რადგან უმრავლესი მათგანი აქტიურ მოძრაობას მოითხოვს.
თამაში უქმნის დადებით ემოციურ მდგომარეობას ბავშვს. ეს მდგომარეობა კი ბავშვის სრულფასოვანი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური განვითარების საწინდარია და ამასთან ერთად მხიარული, კეთილი განწყობის, ხასიათის აღზრდის პირობაც.
თამაშში უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვას. მრავალი თამაშის შინაარსში ჩართულია ნაცნობი სიმღერები, ცეკვები, ლექსები თუ გამოცანები. ყოველივე ეს ხელს უწყობს ბავშვის ესთეტიური განცდების გაღრმავებას. ხშირად თამაშის დროს ისინი ალამაზებენ თავის ნაგებობებს, იყენებენ მორთულობის ელემენტებს. რაც ხელს უწყობს მხატვრული გემოვნების განვითარებას.
ბავშვმა თამაშით ყველაფერი შეიძლება შეიმეცნოს, თუ კი მას საკმარისი სივრცე, შესაბამისი საგნები და საჭირო დახმარება ექნება უფროსების მხრიდან.
43 ბაღის აღმზრდელი ეკა მაისურაძე.
Lali Qoqiashvili
იანვარი 23rd, 2015
თამაში ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმაა. ის ბავშვის ფსიქიკის განვითარების ხელშემწყობი საშუალებაა.თამაშის დროს ყალიბდება ბავშვის ინტელექტუალური და პიროვნული თვისებები, ხდება თვითრეალიზაციისა და დამოუკიდებლობის განვითარება.სკოლამდელ პედაგოგიკაში თამაში განიხილება,როგორც სააღმზრდელო საგანმანათლებლო საშუალება,რომელიც ბავშვებს აძლევს განსაზღვრულ ცოდნა-ჩვევებს და მრავალფეროვან თვისებებს. თამაშის პროცესში ბავშვები სწავლობენ დაკვირვებას,შედარებას, კლასიფიკაციას,ეუფლებიან მეტყველებას.ექმნებათ წარმოდგენა გარემოზე, სივრცეზე, საგნის ფორმებზე, ფერებზე. თამაშით ბავშვები იძიებენ და განსაზღვრულ კანონზომიერების აღმოჩენასთან მიდიან. საჭიროა,რომ თვითოეულ სათამაშოს თან ახლდეს მისი გამოყენების წესი. 136ბ/ბაღის აღმზრდელი-ლალი ქოქიაშვილი

თამაში ეს არის ბავშვის ეტაპობრივი განვითარებისათვის აუცილებელი საშუალება.
თამაშით ბავშვს უყალიბდება აზროვნება, მეტყველება, შემეცნება და ფანტაზია.
43 ბაღის აღმზ. თანაშემწე ეკა ქოქიაური
ქეთევანი
იანვარი 23rd, 2015
თამაში ხელს უწყობს ადამიანის ხუთივე შეგრძნების განვითარებას. ამ დროს ბავშვი ერკვევა ადამიანის ტიპებსა და ურთიერთობებში. აყალიბებს თანატოლებთან ურთიერთობებს. ითამაშ ანვითარებს შემოქმედებით აზროვნებსა და ბავშვი ადვილად წყვეტს პრობლემებს.
ბავშვს თამაშის დროს უვითარდება თვითშეფასების , აგრეთვე გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის უნარი.
ჩემი აზრით, თამაშის დროს ბავშვი წარმოაჩენს ბედნიერ და ლაღ ცხოვრებას.
43 ბაღის აღმზრდელი მაყვალა კობერიძე

თამაში- ამ სიტყვასბ ავშვებთან მუშაობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უსასრულოდ შეიძლება საუბარი ამის ირგვლივ. მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი სათქმელი.
5 წლამდე ბავშვისათვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად გაზრდა-განვითარებისათვის.ამასთან ერთად, ჩემი აზრით,თამაშით შეიძლება გამოავლინო ბავშვში რაიმე სახის სპეც. საჭიროება და დაეხმარო ბავშვს.
ზოგადად, ამ ასაკში თამაში ბავშვისთვის ყველაფერია, თუ მას სწორ მიმართულებას მივცემთ, ამავე დროს გავითვალისწინებთ ბავშვის ნებას - ბავშვთან მუსაობის შედეგიც დადებითი იქნება.
43 ბაღის აღმზ. თანაშემწე ჯულიეტა ბერიძე
ქეთევანი
იანვარი 23rd, 2015
5 წლამდე ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია თამაში. როგორც ვიცით, არსებობს თამაშის მრავალი სახე: დიდაქტიკური, ფიზიკური, მოძრავი, სენსორული, სამაგიდო, კონსტრუქციული, დრამატული და სხვა.ყველა თამაში ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ამ დროს უვითარდებათ წვრილი და მსხვილი მოტორიკა. თამაშის დროს ბავშვი შეიცნობს სამყაროს, სწავლობს მეგობრობას და ერთმანეთთან ურთიერთობას. ბაღში ყველა აქტივობა უნდა ჩატარდეს თამაშ-თამაშით, რადგან სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი გახდეს უფრო სახალისო.
მე თვითონ ძალიან მიყვარს ბავშვებთან თამაში. ამ დროს მეც მათი ასაკის ვხდები, მავიწყდება ყველა ცხოვრებისეული პრობლემა და მათთან ერთად ხალისით ვთამაშობ.
43 ბაღის აღმზრდელი ნანა სიჭინავა
ქეთევანი
იანვარი 23rd, 2015
სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის თამაში არის მისი ძირითადი საქმიანობა, ყოველდღიურობა. ამ დროს, ბავშვები სიამოვნებით ირგებენ სხვადასხვა როლებს. თამაშ-თამაშით კმაყოფილები, ყოველი დღის ბოლოს, სახლში განაგრძობენ სხვადასხვა როლში ყოფნას. თამაში მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. მათ უვითარდებათ გემოვნება, ფანტაზია და ის უნარ-ჩვევები, რომელიც გამოადგებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.
43 ბაღის აღმზრდელი მარინა ვაჭარაძე
nona ninikashvili
იანვარი 25th, 2015
ბავშვები თამაშის დროს ქმნიან თავიანთ სამყაროს და მთელი არსებით ერთვებიან თამაშის პროცესში; უფროსი არ უნდა ჩაერიოს, მხოლოდ დააკვირდეს, მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ თამაშის მოფიქრება. თამაშში პატარა ადამიანები სწავლობენ: თანატოლებთან ურთიერთობას, გაზიარებას, მეტყველებასა და საკუთარი თავის წარმოდგენას სხვადასხვა როლში.ასევე უყალიბდებათ სოციალური, უნარ–ჩვევები, აზროვნება და მოტორიკა. 136 ბაგა–ბაღის აღმზრდელი ნონა ნინიკაშვილი
Rusudan Fadarashvili
იანვარი 26th, 2015
თამაში ბავშვისქცევის ძირითადი ფორმაა. თამაში არამხოლოდ აკმაყოფილებს ბავშვის აქტივობის ფუნქციობის მოთხოვნილებას, არამედ ხელს უწყობს, აქტივობისათვის საჭირო ფიზიკური და ფსიქიკური ძალების განვითარებას. თამაში ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკისფორმაა, რომლის ნიადაგზეც მისი განვითარება მიმდინარეობს. თამაში ბავშვს ეხმარება განტვირთვაში, ასევე ამზადებს მომავალი სერიოზული ცხოვრებისათვის. თამაშის პროცესში ყალიბდება ბავშვის პიროვნება, სოციალურადაც და ბიოლოგიურადაც. თამაშის დროს ბავშვები ეჩვევიან ერთმანეთს, სწავლობენ დამოუკიდებლობას, ერთმანეთთან საუბარს,სწავლობენ მეტყველებას, უნვითარდებათ წარმოსახვა და ზნეობრივი თვისებები. თამაში ახარებს და ართობს ბავშვებს. თამაშში გამოხატავს ბავშვი გრძნობებს, სურვილებს, წარმოდგენებს, შთაბეჭდილებებს, მოწყენას, სიხარულს რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იღებს. 136 ბაგა-ბაღის აღმზრდელი-რუსუდან ფადარაშვილი
Svetlana Bancadze
იანვარი 26th, 2015
თამაშს ბავშვის ცხოვრებაში მთავარი ადგილი უკავია. თამაშით ყალიბდება მისი გონებრივი და ფიზიკური უნარები.ასევე თამაშით ბავშვი სწავლობს მეტყველებას და მეგობრებთან ურთიერთობას.თამაშის პროცესში ითვისებენ ბავშვები უამრავ სიტყვას,რითაც მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისათვის დიდი საქმე კეთდება.თამაშს ბავშვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
makaterine
იანვარი 26th, 2015
რა არის თამაში?
სკოლამდელი ასაკის ბავშვის თამაშის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე,თუ რამდენად წარმატებით ხორციელდება მისი ათვისება ადრეული ბავშვობის ხანაში.
თამაში ფსიქიკის ყველამხრივ განვითარების ხელშემწყობი საშუალებაა. იგი ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალური და პიროვნული თვისებების, თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციისა და დამოუკიდებლობის განვითარებას.
თამაშის პროცესში ბავშვებს უვითარდებათ წარმოსახვა, ზნეობრივი თვისებები, იძენენ თანატოლებთან ურთიერობების გამოცდილებას, ეუფლებიან საურთიერთობო მეტყველებას, ახდენენ დაკვირვებას, შედარებას, კლასიფიკაციას, განზოგადებას.
თამაშის მზადების ეტაპი გულისხმობს აღზრდისა და სწავლების ამოცანების შესაბამისად თამაშის შერჩევას, ანუ ცოდნის გაღრმავებასა და განზოგადებას, სენსორული უნარ-ჩვევების განვითარებას, ფსიქიკური პროცესების აქტივიზაციას (მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება, აზროვნება) თამაშის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ხორციელდება მისი ათვისება ადრეული ბავშვობის ხანაში.
და ბოლოს უნდა ითქვას, რომ თამაშებში წესები განსაზღვრულია სწავლების ამოცანებისა და თამაშის შინაარსით და თავის მხრივ განსაზღვრავენ სათამაშო მოქმედების ხასიათსა და საშუალებას, აორგანიზებენ და მიმართულებას აძლევენ ბავშვების ქცევებს, ურთიერთდამოკიდებულებას მათსა და გარემოს შორის.
Maia Gogaladze
იანვარი 27th, 2015
თამაში არის ერთადერთი სინამდვილე, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს.თამაში ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმაა. თამაში აზროვნების პირველი სკოლაა, ამ დროს ყალიბდება ყველა ის თვისება, რომელიც სკოლაში სწავლებისათვის არის საჭირო.თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველების განვითარებისათვის, იგი არის ბავშვისათვის გარესამყაროს შეცნობის გზა. 136ბაგა-ბაღის აღმზრდელი-მაია გოგალაძე.
Tamar Cqifuridze
იანვარი 27th, 2015
,,თამაში ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმაა"-ამბობდა დ.უზნაძე. თამაში ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ და პიროვნული თვისებების, თვითგამოხატვის და დამოუკიდებლობის განვითარებას. ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას. თამაში ეხმარება ბავშვებს ისწავლონ სხეულის კონტროლი, ხარჯონ ენერგია.თამაში აძლევს ბავშვებს განსაზღვრულ ცოდნა-ჩვევებს და უნვითარებს მრავალფეროვან თვისებებს. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს დაკვირვებას, შედარებას. თამაშს აქვს დადებითი მნიშვნელობა,როდესაც მას უფროსი აკვირდება და სწავლობს ბავშვების თვისებებს.ასევე აღმზრდელმა კარგად უნდა იცოდეს თამაშის ჩატარების მეთოდიკა. 136 ბაგა-ბაღის აღმზრდელი-თამარ ცქიფურიძე
Khatuna Vashakidze
იანვარი 27th, 2015
5 წლის ასაკის ბავშვისათვის თამაში ეს პიროვნებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. თამაშით ისინი ეცნობიან გარემოს.ავარჯიშებენ, როგორც სხეულს, ასევე გონებას. თამაში ძალიან დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს თითოეულ ბავშვს. თამაში ავითარებს ბავშვში სხვადასხვა თვისებებს. როგორიცაა:,, სისწრაფე, სიმტკიცე, მეგობრობა, გაზიარება, ერთმანეთისადმი პატივისცემა და ა.შ. მეცადინეობებს, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო, თან ახლავს ამ მეცადინეობებისადმი შესაბამისი თამაში, რათა ბავშვისათვის უფრო მარტივი, გასაგები იყოს ესა თუ ის დავალება. თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
136-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი ხათუნა ვაშაკიძე
Nona Sanikidze
იანვარი 27th, 2015
თამაში მოძრაობის, ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედების, საკუთარი შთაბეჭდილებებისა და განცდების გამოხატვაა. თამაშის შინაარსი მრავალფეროვანია. თამაშის სახეებია:1.შემოქმედებითი თამაში ანუ ბავშვის ინიციატივით აღმოცენებული თამაში.2.წესებიანი თამაში,ანუ ა)სიუჟეტურ-გამომსახველობითი(ადრეული ასაკი) ბ) სიმბოლურ-შემოქმედებითი, გ) სიუჟეტურ -როლებიანი, დ) რეჟისორული ანუ თეატრალიზებული თამაში. 5-6წ. ყველა ამ ტიპს აერთიანებს ერთი ბავშვის საერთო ინტერესი. ჩვენი აღმზრდელების ამოცანაა ბავშვებთან ერთობლივი მოქმედებით, მეგობრული, ტაქტიანი რჩევით დავეხმაროთ მათ თამაშის გაშლაში, საჭირო მასალის შერჩევა-გამოყენებაში. ჩვენ უნდა დავანახოთ ბავშვს ერთობლივი მოქმედების სასიკეთო შედეგი.სწრაფად ალაგება, თამაშისას ურთიერთდახმარება,საქმის ბოლომდე მიყვანა. რაც გარკვეულწილად საუკეთესო პირობაა შრომისმოყვარეობის აღზრდისათვის, მიზანდასახულობის განვითარებისათვის. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას. 136 ბაგა-ბაღის აღმზრდელი-ნონა სანიკიძე
Natela Khecuriani
იანვარი 27th, 2015
ხუთ წლამდე ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის ძირითადი მიზანი- თამაშია. არსებობს მოძრავი,დიდაქტიკური და სხვა. თამაში შეიძლება ჩატარდეს, როგორც ჯგუფის ოთახში ასევე სუფთა ჰაერზეც.დ/თამაშის ჩატარების წინ ყველა საჭირო მასალის წინასწარ მომზადებაა საჭირო. ბავშვები სხვადასხვა თამაშის დროს სწავლობენ. ბავშვებს უნდა ვკითხოთ რა გაიგეს ახალ თამაშზე? ახალ სათამაშოებზე?წავახალისოთ ისინი,ვკითხოთ:რომელია მათი საყვარელი თამაში?შევაჯამოთ თამაშის დროს მიღებული გამოცდილება.აღმზრდელთან ერთად აღწერონ რატომ მოეწონათ? თამაშის დროს სამყარო მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია.ყოველი თამაშისათვის გარკვეული მიზანია.აღმზრდელი ცდილობს გაუმდიდროს ბავშვებს არამხოლოდ შთაბეჭდილებები, არამედ: ფიზიკური შესაძლებლობები, მეტყველება, აზროვნება. 136ბაგა-ბაღის აღმზრდელი ნათელა ხეცურიანი
Eteri Naskidashvili
იანვარი 27th, 2015
ბავშვი ჩემთვის პატარა პიროვნებაა, რაღაც უხარია, რაღაცისაკენ ისწრაფვის, უყვარს, სწუხს და ა.შ. ამ განცდების რეალიზაციისათვის მას სჭირდება არეალი, ეს არეალია- თამაში. ბავშვი თამაშში იხსნება, თავისუფლდება, ან დედაა, ან მამა, შეიძლება პრეზიდენტიც იყოს. ის დიდებივით ცხოვრობს თამაშში, მაგრამ ამავე დროს მიმბაძველია უფროსების. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი ცხოვრების მაგალითის მიმცემი მათთვის. ისინი კი ჩვენს მაგალითებზე აღზრდილნი. როლებში იგივეს ითამაშებენ, აქედან გამომდინარე ამ სიტყვას უაღრესად დიდი დატვირთვა აქვს. როცა ვეუბნებით პატარას- გინდა თამაში? ჩვენ წინაპირობები უნდა შევუქმნათ, ამისათვის მას უნდა ჰქონდეს მასალა.ამიტომაც იბრძვის ჩვენი ბაღის დირექცია რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო ჰქონდეს ბავშვებს. 136ბაგა-ბაღის სპეც.პედაგოგი-ეთერი ნასყიდაშვილი.
ქეთევანი
იანვარი 28th, 2015
თამაში არის ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულო ფორმა.თამაშით ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს, იძენს უნარ-ჩვევებს, ვითარდება გონებრივად და ფიზიკურად.ხოლო უფროსებმა უნდა შევუქმნათ გარემო, მივცეთ სტიმული და უზრუნველვყოთ მასალით.
აღმზრდელისათვის გარდა ბავშვის თავისუფალი თამაშისა მნიშვნელოვანია, კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული სხვადასხვა თამაშის დაგეგმვა, რაც გვეხმარება არა მარტო სააღმზრდელო მასალის მიწოდებაში, არამედ მრავალი პრობლემის დაძლევაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის თამაში ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისთვის.
43 ბაღის აღმზრდელი რუსუდან მიქელაძე.
ქეთევანი
იანვარი 28th, 2015
თამაში ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმაა(დ.უზნძე).თამაში ხელს უწყობს ბავშვის პიროვნული თვისებების,დამოუკიდებლობის განვითარებას.სკოლამდელ ასაკში თამაში სწავლაა,შრომაა,აღზრდის განსაკუთრებული ფორმაა.
თამაშის პროცესი ბავშვის გონებრივი,ფიზიკური ,ზნეობრივი განვითარებისთვის სასურველი პირობაა.პატარებს ექმნებათ წარმოდგენები გარემოზე,სწავლობენ დაკვირვებას-საგნების ფორმასა და ფერზე,ორიენტაციას სივრცეში და ა.შ.
თამაში თავისი შინაარსით მრავალნაირია:მოძრავი,კუბურებით,ქვიშით და წყლით,დიდაქტიკური,შემოქმედებითი,დრამატული,სამაგიდო.
დიდაქტიკური თამაშის უპირატესობა იმაში მდგომარეობს,რომ იგი ბავშვებისთვის საინტერესო და თავშესაქცევი საქმიანობაა,რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ინტერესის გადატანას თამაშიდან სწავლებით საქმიანობაზე.
ყოველდღიურ საქმიანობაში თამაში მეხმარება თითოეული ბავშვის ინტერესისა და სურვილების უკეთ შეცნობაში,ხასიათის,ფანტაზიის,შემოქმედების და უნარების გახსნასა და ჩამოყალიბებაში.
43-ე ბაღის აღმზრდელი თამარ ჩაჩანიძე.
ქეთევანი
იანვარი 28th, 2015
5 წლამდე ბავშვის შემეცნება იწყება ყოველდღიური თამაშით. ამ თამაშებს ბავშვები ხშირად თვითონ იგონებენ, რადგან მათი ფანტაზია უსაზღვროა. მათ შეუძლიათ ყველაფერი გამოიყენონ, რაც კი არსებობს ბუნებაში: ფოთოლი, ტოტი, წყალი, ქვიშა, კენჭი, ქაღალდი და სხვ. მთავარია ჩვენ დავეხმაროთ მათ გარემო პირობების შექმნაში, სადაც ისინი მშვიდად და უსაფრთხოდ შეძლებენ თამაშს. ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ შემეცნების, გონებრივი და ფიზიკური უნარები, ფანტაზია.
ყველანაირ თამაშს, ჩემი აზრით, საბოლოოდ ის დატვირთვა აქვს, რომ ბავშვი ემზადება თამაშ-თამაშით გახდეს საზოგადოების მომავალი წევრი.
43 ბაღის აღმზ. თანაშემწე ირმა მურჯიკნელი
Mari Kvavilashvili
თებერვალი 10th, 2015
5 წლამდე ასაკის ბავშვისათვის თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც თამაშის პროცესში ვითარდება :აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, განსაკუთრებით კი მეტყველება, მიბაძვა. 5 წლის ასაკში მნიშვნელოვანია როლური და სიუჟეტური თამაშები. ბავშვი თამაშში მიბაძვის საშუალებით გამოხატავს თავის ემოციებს. 136ბაგა-ბაღის აღმზრდელი-მარინა ყვავილაშვილი.
likasnews
აპრილი 1st, 2015
მოგესალმებით. როგორ შეიძლება თქვენთან განათლების მიღება?
elene90
თებერვალი 16th, 2016
მოგესალმებით. წავიკითხე ტრენინგებისა და სემინარების ჩამონათვალი. მაინტერესებს ვის შეუძლია ამ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ? მადლობა :)
კომენტარები
გისურვებთ წარმატებებს!
:)
:)
mec movedi:)
mec aq var!
მოგესალმებით:)
:) :)
კოლეგებო,
დაიდო ორი ახალი დოკუმენტი: "მიჯაჭვულობა" და "აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა". გაეცანით და ველოდებით კომენტარებს, მაგალითებს თქვენი პრაქტიკიდან, სირთულეებს და წარმატებებს.
გელოდებით სადისკუსიო ჯგუფში.
;)
მეგობრებო,
მაინტერესებს სმენის პრობლემით ხომ არ გყავთ ბავშვი, ვინც უკვე სკოლაში მიდის წელს?
tamuna,46-shi aris bavshvi aparatit romelic wels midis skolashi.
მადლობა!
მოგესალმებით : )
ალბათ ესეთი ტიპის შეკითხვები ყველას ხშირდ გვიჩნდება:
როგორ უნდა მივუდგე ბავშვებს?
რისი უფლება უნდა მივცე და რისი არა?
როდის უნდა მივცე დამოუკიდებლად თამაშის საშუალება?
როგორ მივეხმარო, გახდეს თავდაჯერებული?
უნდა მივცე თუ არა შენიშვნა?
როგორ გავაგებინო რა არის სწორი და რა არა?
როგორ ვასწავლო?
როგორი გარემო უნდა მოვუწყო?
აქ შეგვიძლია განვიხილოთ და პასუხები გავცეთ ამ და სხვა შეკითხვებს. დავიწყოთ გარემოს მოწყობითა და "სწავლებით" როგორ შეაფასებთ ასეთი ტიპის აქტივობას : ) ?
https://www.youtube.com/watch?v=Npa77u9zzhw
ბავშვების გაწვრთნაზეა ორიენტირებული და არა მათ ინტერესებზე, განვითარებასა და საჭიროებაზე. მეტყველების სწავლება უფრო საინტერესო აქტივობებით უნდა განხორციელდეს.
mogesalmebit yvelas ,gadavxede aq atvirtul masalebs da eseti kitxva gamichnda.bagshi ert-ert agsazrdels uchirs erti aqtivobidan nmeore aqtivobaze gadasvla ,gansakutrebit im dros roca is manqanebit tamashobs (es mistvis yvelaze sayvareli satamashoa ),amastanave mas dzalian udzneldeba gauziaros sxvas satamasho,tu shegidzliat mirchiot ra jgufuri aqtivobebi gamoviyenot rom man shedzlos satamashoebis gaziareba da ar gaudzneldes manqanebis tamashidan gadaertos sxva tamashze ?aq aseve naxsenebi iyo dgis ganrigi ,konkretulad mainteresebs ra igulisxmeba (gare tamashebshi)?
მოგესალმებით, ძალიან სასიამვნოა, რომ დაინტერესდით აქ ატვირთული მასალებით. შემთხვევას, რომელსაც აქ აღწერთ, ვფიქრობ შეესატყვისება დეივიდის მაგალითი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან დაგეხმარებათ ვიზუალური განრიგიც, რომლის ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია გადმოგიზავნოთ ელფოსტაზე. ვიზუალური განრიგის მთავარი დანიშნულებაა, ბავშვებმა იცოდნენ რა რის შემდეგ მოდის. რადგან ამ ასაკში, ბავშვებს მხოლოდ მეტყველებით გადაცემული ინფორმაცია არ აკმაყოფილებთ, ამიტომ უმჯობესია, დასურათებული დღის განრიგი გქონდეთ. ვიზუალური განრიგის ერთ-ერთ მაგალითს ელფოსტაზე გადმოგიგზავნით : )
იქნებ მეც გადმომიგზავნოთ?
თუმცა ჩვენც სიმბოლური დღის განრიგით ვხელმძღვანელობთ,მაგრამ თქვენეულ ვერსიასაც სიამოვნებით გავეცნობოდი.
:)
გამარჯობა,
საინტერესოა ნახეთ თუ არა აქ ატვირთული ვიდეო, რას იტყვით ასეთი ტიპის აქტივობაზე ?
gamarjobat!!!
dzalia didi madloba kargi iqneba tu gadmomigzavnit,sopio.bregvadze.2@iliauni.edu.ge .rac sheexeba videos dzalin kargi tipis aqtivobaa bavshvebistvis shetavazebulii swavlis etapze ,xels uwyobs bavshvebis metyvelebis ganvitarbas da vizualuri komunikacia da saintereso aqtivobebi ,xels uwyobs bavshveb iufro motivirebulebi iyvnen ,kargad chans rom yvela bavshvi yuradgebit usmens agmzrdels da asruleben instrukciebs ,saintereso iqneba tu iset videoebs dadebt ,sadac iqnebian specialuri sachiroebis mqone bavshvebic,nachvenebi iqneba warmoqmnili problemebi da gadachris xerxebi .am videoashi bavshvebis mcire jgufia ,saintereso iqneboda didi jgufi rom yofiliyo ,rogor moiqceoda agmzrdeli ?
გეთანხმებით, ბავშვები ნამდვლად ასრულებენ ინსტრუქციებს. საინტერესოა ინსტრუქციის შესრულება, რისი მეშვეობით ხდება: მოტივაციაა დიდი, დამორჩილება, წრთვნა...
გამარჯობათ!!!იქნებ ატვირთოთ ის ვიზუალური განრიგის ,რომელიც დაგვეხმარება.
სოფო და ნინო, ვიზუალური განრიგის მაგალითი ორივეს მაილზე არის გამოგზავნილი, სამწუხაროდ აქ ამ ფორმატით ატვირთვა არ არის შესაძლებელი.
ჩვენს ბიბლიოთეკას დაემატა ახალი მასალა: თამაშის ფორმები და მათი მნიშვნელობა.
madloba!!!!
მადლობა თქვენ რომ ზრუნავთ შეზღუდული შესაძლებლობების მკონე ბავშვებზე. მე ძალიან დამეხმარა გავლილი სემინარები პრაქტიკულ მუშაობაში.
''თამაშის ორმები და მათი მნიშვნელობა'' ვერსად ვიპოვე და თუ შეიძლება გამარკვიეთ, სად შეიძლება მოვძებნო? გმადლობთ
მოგესალმებით ხათუნა,
"თამაშის ფორმების" სანახავად მიჰყევით ამ ბმულს
portage.ge/sites/default/files/თამაშის ფორმები.pdf,
გარდა ამისა ელ-ფოსტაზეც გადმოგიზავნეთ : )
მოგესალმებით, მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ქალბატონი ნინოსა და მისი გუნდის მიმართ იმ საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევა ბაგა-ბაღების დასახმარებლად. მადლობა თანადგომისთვის, საქმისადმი სიყვარულისა და ერთგულებისათვის. თქვენთან ურთიერთობით ჩვენ, ბაღის თანამშრომლები, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება, თქვენი დახმარებით, ძალიან შევიცვალეთ: შეიცვალა დამოკიდებულება და გარემო, დავძლიეთ ბევრი კომპლექსი თუ წინააღმდეგობა, მივიღეთ სპეციალური განათლება. მადლობა, რომ გვაძლიერებთ ჩვენ, ბავშვებსა და მშობლებს.
GAMARJOBAT
ძვირფასო საიტის მომხმარებლებო,
ჩვენს სკოლამდელ ბიბლიოთეკას კიდევ ორი საინტერესო ტექსტი დაემატა. "თვითრეგულირების სწავლება"
და პრაქტიკული სახელმძღვანელო ადრეულ ასაკში ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით.
http://portage.ge/ka/library