თუ ბავშვს კრიტიკულად ეპყრობიან, იგი სხვების განკითხვას სწავლობს....
თუ ბავშვი მტრულ გარემოში იზრდება, იგი ბრძოლას სწავლობს....
თუ ბავშვი შიშში ცხოვრობს, იგი ეშმაკობას სწავლობს....
თუ ბავშვი ეცოდებათ, იგი საკუთარი თავის შეცოდებას სწავლობს....
თუ ბავშვი გრძნობს, რომ არ ენდო¬ბიან, მას დანაშაულის გრძნობა უვითარდე¬ბა....
თუ ბავშვს ამხნევებენ, იგი საკუთარი თავის რწმენას სწავლობს...
თუ ბავშვი ტოლერანტულ გარემოში იზრდება, იგი სხვების პატივისცემას სწავლობს...
თუ ბავშვი დაფასებულია, იგი სხვების დაფასებას სწავლობს...
თუ ბავშვი მიღებულია, იგი სიყვარულს სწავლობს...
თუ ბავშვს თბილად ეპყრობიან, იგი სა¬კუთარი თავის პატივისცემას სწავლობს...
თუ ბავშვი კეთილგანწყობილ გარემოში იზრდება, იგი სწავლობს, რომ სამყარო კარგი ადგილია საცხოვრებლად...