პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.

ჩვენი საქმიანობა

როდესაც პროგრამას მომართავს მშობელი, ბავშვის სერვისში ჩართვის სურვილით, ხდება მშობლისათვის შეხვედრის თარიღის განსაზღვრა და მასთან გასაუბრება. გასაუბრებას ატარებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სპეციალისტთა გუნდის ლიდერი. გამონაკლის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძშღვანელის ან სპეციალისტთა გუნდის ლიდერის მითითებით, პირველი გასაუბრება შესაძლებელია ჩაატაროს ადრეული განვითარების სპეციალისტმაც და გასაუბრების შედეგები გააცნოს ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და გუნდის ლიდერს.
პირველადი გასაუბრების დროს ხდება ბავშვის მდგომარეობისა და მშობლის მოლოდინების გაცნობა, ასევე მშობლისათვის/მეურვისათვის პროგრამის მუშაობის სპეციფიკის გაზიარება. პირველადი გასაუბრების შემდეგ, თუ გადაწყდა, რომ ბავშვისათვის პროგრამაში ჩართვა მიზანშეწონილია, ხდება მისთვის ადრეული განვითარების სპეციალისტის შერჩევა. ადრეული განვითარების სპეციალისტი ოჯახთან მომუშავე ძირითადი ადამიანია. (თუ ბავშვს არა აქვს, მისი მდგომარეობის შესაბამისი, დიაგნოზირებული დასკვნა, მშობელს ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს შესაბამის სპეციალიტებს).
ადრეული განვითარების სპეციალისტი უკავშირდება ოჯახს და ნიშნავს ოჯახში პირველი ვიზიტის თარიღს. პირველი ვიზიტის/ებისას ხდება ბავშვისა და ოჯახის გაცნობა და ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობების დამყარება.
ამ ვიზიტებისას ადრეული განვითარების სპეციალისტი უფრო დაწვრილებით აცნობს მშობელს პორტიჯის მუშაობის სტილს, უხსნის მას ადრეული სპეციალისტის როლს ბავშვისა და ოჯახის ცხოვრებაში; აცნობს და ხელს აწერინებს პორტიჯსა და მშობელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას. პირველი ვიზიტებისას ძირითადი სპეციალისტი ასევე ახდენს ინფორმაციის შეგროვებას ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე, ბავშვის გარშემოში არსებულ რესურსებზე და ყოველდღიურ რუტინაზე. ამ ვიზიტის/ებისას თანდათანობით ივსება ბავშვის პორტფოლიო. ამ ვიზიტის/ებისას სპეციალისტი ასევე ახდენს ბავშვის უნარების შეფასებას განვითარების ხუთ სფეროში - კოგნიტური, სოციალური, მოტორული, თვით-მოვლა, ენობრივი - პორტიჯის ადრეული განვითარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, ადრეული განვითარების სპეციალისტი უფლებამოსილია დამატებით გამოიყენოს შეფასების რაიმე სხვა ინსტრუმენტიც. ამის შემდეგ ხდება შეგროვებული ინფორმაციის გაზიარება პორტიჯის გუნდის საერთო შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე განისაზღვრება, ადრეული განვითარების სპეციალიტისა და მშობლის/მეურვის გარდა, ვინ ჩაერთვება ბავშვის შეფასებაში ინდივიდუალური გეგმის განსაზღვრასა და მისი შესრულების მონიტორინგში, (საჭიროების მიხედვით შერჩეული დამატებითი სპეციალისტი/ები, შეიძლება იყოს გუნდის ლიდერი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოწვეული სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური ან ფიზიო თერაპევტი, ლოგოპედი). დამატებითი სპეციალისტი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ჩაერთოს ბავშვის შეფასების პროცესში, შემდეგ კი ძირითადი სპეციალისტი, მშობელი/მეურვე და დამატებითი სპეციალისტი/ები სხდებიან ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური გეგმის შესამუშავებლად. ეს შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს სახლში ან ადრეული განვითარების ცენტრში, ბავშვის ჩართულობით ან მის გარეშე. ეს შეხვედრა ხორციელდება ბავშვისათვის მისაწოდებელი სერვისების რაოდენობის ფარგლებში.
ბავშვისა და ოჯახის განვითარების ინდივიდუალური გეგმა, ბავშვის პორტფოლიოს ნაწილია და მოიცავს ინფორმაციას ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებისა და რესურსების შესახებ, ბავშვის შეფასების შედეგებს, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ნუსხას, მისი მიღწევის ვადებსა და ინდიკატორებს, განსახორციელებელ აქტივობათა სხვა ჩამონათვალს.
ინდივიდუალური გეგმა ასევე განსაზღვრავს ბავშვისათვის სერვისის მიწოდების სიხშირესა და ადგილს და ასევე გეგმის გადახედვის თარიღს.
ბავშვისა და ოჯახის შეფასება, მასთან მომუშავე გუნდის წევრების განსაზღვრა და მისთვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენის მაქსიმალური ვადაა 1 თვე.
განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაზე მუშაობს ძირითადი სპეციალისტი მშობელთან/მეურვესთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში, ხდება დამატებითი კონსულტაციების მიღება დამატებითი სპეციალისთისაგან ან ადრეული განვითარების სპეციალისტი რჩევებისა და რეკომენდაციებისათვის მიმართავს პორტიჯის გუნდს, გუნდის რეგულარულ შეკრებებზე.
ყოველ სამ თვეში ერთხელ ისევ ხდება ძირითადი სპეციალისტის, მშობლის/მეურვის და გუნდის დამატებითი წევრის/ების შეხვედრა. ეს შეხვედრაც ხორციელდება ბავშვისათვის მისაწოდებელი სერვისების რაოდენობის ფარგლებში. ამ შეხვედრაზე მსჯელობენ მიღწეული იქნა თუ არა, ან რამდენად ეფექტიანად, გრძელი და მოკლევადიანი მიზნები, საჭიროების შემთხვევაში,ხდება გეგმაში კორექტივების შეტანა, ახალი მიზნებისა და სტრატეგიების დასახვა.
ინდივიდუალური აქტივობები

ინდივიდუალური აქტივობები ბავშვისათვის ბუნებრივ გარემოში ხორციელდება, ძირითადად სახლში. შესაძლებელია აქტივობების სათამაშო მოედანზე, ეზოში, საბავშვო ბაღში ან მსგავს გარემოში ჩატარება. გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია ინდივიდუალური აქტივობების განცორციელება ცენტრშიც, თუ ამას ახლავს ბავშვის საჭიროებებიდან, ან რაიმე სხვა ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე დასაბუთება.
ინდივიდუალური აქტივობების ხორციედება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, არის სახალისო, ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ ტემპსა და ინტერესებს.
ინდივიდუალური აქტივობების განხორციელების დროს, ადრეული განვითარების სპეციალისტს უფრო ფასილიტატორის როლი აკისრია, ვიდრე მასწავლებლის. აქტივობები ინტეგრირებულია ბავშვის ყოველდღიურ რუტინასთან.
მშობელი/ მეურვე სულ მცირე 20%-ით მაინცაა ჩართული ინდივიდუალური აქტივობების განხორციელების დროს. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადრეული განვითარების სპეციალისტი ოჯახში ტოვებს ე.წ. დავალების ფურცელს და ხელს აწერინებს მშობელს შესაბამის ფორმაზე.

ჯგუფური აქტივობები

პორტიჯის ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული ბავშვები, შესაძლებელია ჩართულნი იყვნენ ჯგუფურ აქტივობებში, რომელიც ტარდება პორტიჯის ადრეული განვითარების ცენტრში.
ჯგუფური აქტივობების მიზანია, ბავშვებს განუვითაროს სოციალური-ემოციური, კომუნიკაციური და ქცევითი უნარები და მოამზადოს ბავშვი სხვადასხვა საჯარო და საგანმანათლებლო სივრცეები - საბავშვო ბაღი, სკოლა, სათამაშო მოედნები, გასართობი ცენტრები და ა.შ. ჩასართავად. ჯგუფური აქტივობებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთი უნარების განვითარებაზე როგორიცაა: რიგის დაცვა, გაზიარება, მოცდა, დახმარება, ინსტრუქციების ერთობლივად შესრულება, როლების მორგება და სხვა.