პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.

ინკლუზია ბაგა-ბაღებში

პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი განსაკუთებული საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვაა. პროგრამის პედაგოგები თავიანთ აღსაზრდელებს ბაღებში ინტეგრირების პროცესს უადვილებენ, ესწრებიან და ერთვებიან აქტვობებში. თანამშრომლობენ ბაღის აღმზრდელებთან, ფსიქოლოგებთან და სპეციალურ პედაგოგებთან.
2009 წლიდან დღემდე თბილისის მერიას, გაეროს ბავშვთა ფონდს, საქართველოს ბიოეთიკის საზოგადოებას და საქართველოს პორტიჯის ასოციაციას შორის დადებული ოთხმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ხორცილედებოდა პროექტი, რომლის მიზანია თბილისის 20 საპილოტე ბაგა-ბაღში ინკლუზიური სწავლების დანერგვა.

2009-2010 სასწავლო წლის მანძილზე ინკლუზიური სწავლება 12 ბაგა-ბაღში ინერგებოდა, პროექტის წარმატებული მიმდინარეობისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, 2011 წელს პროექტში კიდევ 8 ახალი ბაღი ჩაერთო.

დღეისთვის გადამზადებულია 90 საბავშვო ბაღის აღმზრდელი. 20 საპილოტე ბაგა-ბაღის 44 ინკლუზიურ ჯგუფში 70 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია ჩართული. მათი ჩართულობის ხარისხი რეგულარულად მოწმდებოდა პორტიჯის ადრეული განვითარების პედაგოგების მიერ. პროექტის მიმდინაერობის შესაფასებლად და ინკლიზიური სწავლების მიმღებლობის გასაზომად ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ინკლუზიური სწავლებისადმი ბაგა-ბაღებში მიმღებლობა აღმზრდელებისა და მშობლების მხრიდან საკმაოდ მაღალია (75-80%), ასევე საკმაოდ მაღალია აღმზრდელთა კმაყოფილება განვლილი ტრეინინგ-კურსებით (90%).