პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.

ბავშვის განვითარება

როგორ უნდა მივუდგე ბავშვებს?
რისი უფლება უნდა მივცე და რისი არა?
როდის უნდა მივცე დამოუკიდებლად თამაშის საშუალება?
როგორ მივეხმარო, გახდეს თავდაჯერებული?
უნდა მივცე თუ არა შენიშვნა?
როგორ გავაგებინო რა არის სწორი და რა არა?
როგორ ვასწავლო?
როგორი გარემო უნდა მოვუწყო?
ალბათ ესეთი ტიპის შეკითხვები თიუეულ ჩენგანს ხშირდ უჩნდება. აქ შეგვიძლია განვიხილოთ და პასუხები გავცეთ ამ და სხვა შეკითხვებს. მსჯელობა ამ ვიდეოკლიპის განხილვით შეგვიძლია დავიწყოთ.

კომენტარები

მოგესალმებით. ჩემი შეკითხვა ეხება საბავშვო ბაღის პედაგოგის/აღმზრდელის მიერ ბავშვის ხასიათისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სწორად შეფასებას.ოჯახის წევრს აქვს კერძო საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა ხასიათისა და წლოვანების ბავშვები (2-დან 6 წლამდე) დადიან. ხშირად მშობლებისგან ვისმენთ, რომ მისი ბავშვი არის " უბრალოდ" ძალიან ცელქი ან არაკომუნიკაბელური, რადგან დედისერთაა და მარტო თამაშს არის მიჩვეული. თუმცა შესაძლოა ბავშვს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდეს და სპეციალურ/განსაკუთრებულ მიდგომას/პროგრამას საჭიროებდეს. ამ საკითხის მშობელთა კომუნიცირება საკმაოდ საფრთხილო საკითხია, შესაბამისად, აღმზრდელი/პედაგოგი (თუნდაც მშობელი) დარწმუნებული უნდა იყოს მის შეფასებაში. საინტერესოა, რა მეთოდით (სპეციალიზებული სპეციალისტის ჩარევის გარეშე) არის შესაძლებელი, რომ საბავშვო ბაღის გარემოში მოხდეს "უბრალოდ" ცელქი და/ან მშვიდი/არაკომუნიკაბელური ბავშვების გარჩევა იმ ბავშვებისგან, რომლებსაც შესაძლოა დამატებითი დახმარება (სპეცოალური პროგრამა, ფსიქოლოგი, განვითარების პედაგოგი დ.ა.შ.) სჭირდებათ. საინტერესოა, თუ არსებობს ლიტერატურა ქართულ ენაზე, რომელიც მშობლებისათვისაც გასაგები იქნება.