პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.

სკოლამდელი ბიბლიოთეკა

პროსოციალური ქცევა

არსებული მასალა დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებს გაიაზრონ პროსოციალური აღზრდის მნიშვნელობა ბავშვის ჰარმონიულ და სტაბილურ განვითარებაში. მასალაში თავმოყრილია პრაქტიკული მაგალითები იმისა, თუ როგორ წავახალისოთ ბავშვებში მეგობრობა და ვასწავლოთ გაზიარებისა და ერთად თამაშის ჩვევები.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საბავშვო ბაღებში

მოცემულ მასალაში ეტაპორბრივად არის გაწერილი, აუტიზმის მქონე ბავშვის ბაღში მიღებისა და მისი ბაღის აქტივობებში ჩართვის გზები.

თამაშები კომუნიკაციისთვის

არსებული თამაშები, დაეხმარება 0-7 წლამდე ბავშვებს მოსმენის, გაგების, მეტყველებისა და ზოგადად საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. თუ სურვილი გექნებათ, თამაშის/ების „ჩატარების“ შემდეგ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. რამდენად მოეწონათ ბავშვებს - როგორ ფიქრობთ, რამდენად ავითარებს ეს თამაშები ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს....

თვითრეგულირების სწავლა

მე-3 თავი წიგნიდან ”სოციალური და ემოციური განვითარება - პრაქტიკისა და მეცნიერული ცოდნის დაკავშირება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, დეივ რილი, რობერტ სან ხუანი, სოან კლინკერი, ენ რამინგერი (“Social and Emotional Development – Connecting Science and Practice in Early Childhood Settings”, by Dave Riley, Robert San Juan, Soan Klinker, Ann Ramminger). მასალა დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებს გაიაზრონ ისეთი მნიშვნელოვანი ცნება, როგორიცაა ”თვითრეგულირება” ბავშვის ადრეული აღზრდისა და განვითარების სფეროში

ემოციების გამოხატვის სწავლება ბავშვებში

იმისათვის, რომ მოხდეს ვინმეს ქცევის რეგულირება ამა თუ იმ სოციალურ გარემოში, უპირველესად აუცილებელია, ბავშვებს შეეძლოთ საკუთარი და სხვების სოციალური მინიშნებების ეფექტურად წაკითხვა. ისეთი ემოციების, როგორიცა: გაბრაზება, მოწყენილობა, იმედგაცრუება და ბედნიერება, ეფექტური ამოცნობისათვის, საჭიროა გრძნობების გამომხატველი სიტყვების გამოყენება. ემოციების მართვის სხვა ფორმების მსგავსად, მდიდარი ლექსიკა წარმატების საწინდარია.

აუტიზმი და თამაში

"აუტისტი" ბავშვი პირველ რიგში ბავშვია და შემდეგ აუტისტი, თამაში კი ნებისმიერი ბავშვის ბუნებრივი ქცევა... ყველანი ვთამაშობთ და ვდგევართ „არასწორი“ თამაშის არჩევის საშიშროების წინაშე. გარკვეულ შემთხვევაში ნებისმერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს "უფსკრულის" პირას და ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს დამხამარე, რომელიც საჭირო მიმართულებას დაანახებს...

თამაშის ფორმები

„თამაშის ფორმები და მათი მნიშვნელობა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში“ სოციალური პედაგოგის მარგარეტ ბლანკ-მეთიუს პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბავშვის ადრეული განვითარებით არის დაინტერესებული. ავტორი დიდი ხნის განმავლობაში ბაღის აღმზრდელად მუშობდა, სახელმძღვანელოში აღწერილია: თამაშის ფორმები, მათი მნიშვნელობა, აღმზრდელის როლი, გარემოს მოწყობა და სხვა. ავტორი, როგორც პრაქტიკოსი ძალიან კარგად აღწერს ბაღში არსებულ პრობლემებს, გვთავაზობს მათი გადაჭრის გზებს და ბოლო ნაწილს მთლიანად ბაღის აღმზრდელებს, მათ როლს და პრაქტიკულ რჩევებს უთმობს.

აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა

გადასვლა აქტივობიდან აქტივობაზე; მერი ლუიზ ჰემეტერის, მიქელინ მ. ოსტროსკის, კეთლინ მ. არტმენის და კირსტენ ა. კინდერის ეს სტატია დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს იმის გააზრრებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ”კარგად დაგეგმილი აქტივობიდან-აქტივობაზე გადასვლები” ჯგუფში რთული ქცევის თავიდან ასარიდებლად.

მიჯაჭვულობა

1-ლი თავის ნაწილები წიგნიდან ”სოციალური და ემოციური განვითარება - პრაქტიკისა და მეცნიერული ცოდნის დაკავშირება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, დეივ რილი, რობერტ სან ხუანი, სოან კლინკერი, ენ რამინგერი (“Social and Emotional Development – Connecting Science and Practice in Early Childhood Settings”, by Dave Riley, Robert San Juan, Soan Klinker, Ann Ramminger). მასალა დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებს გაიაზრონ ისეთი მნიშვნელოვანი ცნება, როგორიცაა ”მიჯაჭვულობა” ბავშვის ადრეული აღზრდისა და განვითარების სფეროში

ქცევის მართვის პოლიტიკა, საუნივერსიტეტი ბაღი

ლიმერიკის უნივერსიტეტის საკოლამდელი აღზრდის ცენტრის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპებს შეეხება (University Preschool and Child Care Center Incorporated, Policy handbook) მასალა დაეხმარება ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აღმზრდელებსა და სხვა თანამშრომლებს ბაღში პოზიტიური ქცევის პოლიტიკის დანერგვასა და წარმართვაში

გვერდები